Wednesday, July 13, 2016

ტრენინგის მე-9 დღე

პორტფოლიო  გადავამოწმეთ,  შევავსეთ  და  დავასრულეთ.  ჩემი  პორტფოლიო  დავდე  ბლოგზე. ბოლოს  გავაკეთეთ  პრეზენტაციები,   ერთმანეთის  პრეზენტაცია  შევაფასეთ და ბლოგზე  დავდეთ. 
       ტრენინგ  მოდული   პროექტებით  სწავლება  დაგვეხმარება  მოსწავლეებს  გამოვუმუშავოთ,  კვლევის,  ინფორმაციის  მოძიების,  შემოქმედებითობის  უნარ-ჩვევები.  უკეთ  გამოიყენებს  ისტ.  უნარებს,   ისწავლის  ურთიერთ თანამშრომლობას,  რაც  განუვითარებს     მოსწავლეებს  მაღალი  სააზროვნო  უნარების  განვითარებას.

,,ჩემი გურია"

Tuesday, July 12, 2016

ტრენინგის მე-8 დღე.

 გავწერეთ სასწავლო პროცედურები და ვისაუბრეთ სასწავლო რესურსებზე, თუ რა ტექნიკური რესურსი მჭირდება პროექტის განსახორციელებლად. გავეცანით ბლოგის სტრუქტურას.

Friday, July 8, 2016

ტრენინგის მე-7 დღე

    დღეს განვიხილეთ მოდული 5 მოსწავლეთა პროექტების შეფასება, სადაც გავამახილეთ ყურადღება განმავითარებელ თვითშეფასებაზე და მოსწავლეთა საჭიროებების შეფასებაზე წინარე ცოდნის დადგენის მიზნით. საუბარი გვქონდა დიფერენცირებულ სწავლებაზე სადაც გავითვალისწინეთ მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები, რომელიც აქტუალური და აუცილებელია პროექტის განსახორციელებლად.

ტრენინგის-6 დღე

გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს. თავადაც შევქმენით და წარმოვადგინეთ ელექტრონული გაზეთის სახით, გავეცანი და ჩამოვაყალობეთ შეფასების კრიტერიუმები.

Sunday, July 3, 2016

ტრენინგის მე-5 დღე

     ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით უკუკავშირის ფორმის ნიმუშს. ვისაუბრეთ თუ რა რჩევები შეიძლება მივცეთ კოლეგებს უკუკავშირის  სახით. შევქმენით პრეზენტაცია და ავტვირთეთ დრაივზე და ბლოგზე და განვიხილეთ საავტორო უფლებები.

,,ჩემი გურია"

Saturday, July 2, 2016

ტრენინგის მე-4 დღე.

ვისაუბრეთ მიმართულების საკვანძო სიტყვებზე. განვიხილეთ; ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.  მოვიფიქრეთ ჩვენი პროექტისათვის და ჩავწერეთ პროექტის გეგმაში. ასევე ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე და მეთოდებზე. ტრენინგის ბოლოს შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი.

Friday, July 1, 2016

ტრენინგის მე-3 დღე

  ტრენინგზე განვსაზღვრეთ მიზნები და შედეგები, პირველ რიგში გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, რომელთა მიღწევაც მსურს. მათზე დაყრდნობით დავისახეთ სასწავლო მიზნები. პროექტების ეფექტურად დაგეგმვისათვის, გადავხედეთ სტანდარტებს და განვსაზღვრეთ, საგნის სტანდარტის რომელი შედეგის|ინდიკატორის მიღწეა და შეფასება მსურს ჩემი თემის ფარგლებში.

ტრენინგის მე-2 დღე

ტრენინგის მეორე დღეს ვისაუბრეთ პუბლიკაციის დანიშნულებაზე სასწავლო პროცესში, ავირჩიეთ თემები ინტერნეტიდან გადმოვტვირთეთ სასურველი სურათები და შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი. დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.